პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, დაამტკიცა

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილისა და მისი პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილი ავტორობით მომზადებული პროექტი მესამე მოსმენით, 88 ხმით მიიღეს.

პროექტის თანახმად, პარლამენტის 4-დეპუტატს ფრაქციასთან გათანაბრებული უფლებების მქონე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეეძლება.

ერთი და იმავე საარჩევნო სიით წარდგენილ პარლამენტის წევრებს, თუ ისინი იქნებიან უპარტიოები ან დატოვებენ პარტიას, ექნებათ შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შექმნან ფრაქცია, ან შეუერთდნენ სხვა ფრაქციას.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელიც ოპოზიციას საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, დაამტკიცა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა