ანონსი 29 მაისი

29 მაისს, 12:00 საათზე, ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა m2-ის უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართვას, რომელსაც პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შეუერთდება.

მის: ნუცუბიძის ქ. N 127

საკონტაქტო: 599 43 74 03

29 მაისს, 12:30 საათზე, ელბაქიძის დაღმართთან მდებარე სკვერში, მარკეტი „რაბაზარია" გაიმართება.

მის: მიხეილ ჯავახიშვილის #14

29 მაისს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ახალგაზრდების პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ დისკუსიას გამართავენ.

მის: აღმაშენებლის 73 (ილიას ბაღი, ტერმინალი).

საკონტაქტო: 593 61 61 02

29 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსში გამარჯვებული წერილების ავტორების გამოვლენისა და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

მის: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის გამზ. N3.

29 მაისს, 14:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თემატური მოკვლევის ფარგლებში აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: ზუგდიდი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფისი. ზვიად გამსახურდიას გამზირი #45

29 მაისს, 15:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობის „დროა“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ზემო ჭალადიდში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მიწა, რომელსაც ისინი წლების მანძილზე საძოვრად და სახნავ-სათესად იყენებდნენ, 30 წლიანი იჯარით კერძო პირს გადაეცა“.

მის.: სოფელი ზემო ჭალადიდი, სენაკის მუნიციპალიტეტი საკონტაქტო: შუშანა მაცაბერიძე - 598 642 956

29 მაისს, 16:30 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალე“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ ექსპო ჯორჯიასთან აქციას გამართავს.

თემა: აქტივისტები გიორგი გახარიას ახალი პარტიის წარდგენას გააპროტესტებენ.

29 მაისს, 17:00 საათზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება.

მის: წერეთლის გამზ. N118, „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა