მარინა კალიურანდი - არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე - მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ „კის“ 2024 წელს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისას „კის“ ვერ მიიღებს.

როგორც მან EURACTIV-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი?“ საუბრისას განმარტა, ევროკავშირში გაწევრიანება ეს არის პოლიტიკური საკითხი, რაც გულისხმობს ერთსულოვან მხარდაჭერას და ეს არის გაფართოების ერთადერთი გზა.

მისივე თქმით, გაფართოების საკითხზე ევროკავშირში არ არსებობს კონსენსუსი და გაწევრიანება არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში.

„ყველა ერს უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს მათი მომავალი. ქართველებს აქვთ უფლება განაცხადი შეიტანონ ორგანიზაციაში, რომელსაც სურთ, რომ ეკუთვნოდნენ. თუმცა იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა აზრს ეკითხებოდე სხვადასხვა ქვეყნებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ რომ - ეს არის პოლიტიკური საკითხი, რაც გულისხმობს ერთსულოვან მხარდაჭერას ევროკავშირში. ეს არის გაფართოების ერთადერთი გზა. მე ვიტყვი ძალიან ღიად და გულწრფელად - არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ევროკავშირში. ეს არის რეალობა. ამიტომაც არ გავამახვილებდი ამდენ ყურადღებას წევრობის საკითხზე. რადგან როგორც ვთქვი, ეს არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. ამის ნაცვლად, გაცილებით მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება უფრო ახლო თანამშრომლობაზე სექტორულ რეფორმებში. აქვე მინდა მივულოცო საქართველოს - თქვენი მიდგომა, რომ შექმნათ ახალი პროგრამები და სტრატეგიები ევროკავშირთან, შესანიშნავია. იქნება ეს ციფრული განვითარება, მწვანე ენერგიის საკითხები, კლიმატური ცვლილებები, თუ სხვა. ევროკავშირთან მოკავშირეობა მნიშვნელოვანია და თქვენ ამას აკეთებთ. ასე რომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ „კის“ 2024 წელს. უკეთესია იკლოს მოლოდინებმა და ახსნათ რეალობა. გეტყვით, რომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2004 წელს გაფართოების გადაწყვეტილება შეცდომა იყო. რეალობაა, რომ ისაუბროთ წევრობაზე რომ - ეს არის პოლიტიკური საკითხი, ამას სჭირდება კონსენსუსი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. მე დიდი მხარდამჭერი ვარ ღია კარის პოლიტიკის. მე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ ჩემი პოლიტიკური ჯგუფის სახელით. ჩვენ ჯერ არ გვიმსჯელია და ვიცი, ჩემს ჯგუფშიც იქნება განსხვავებული მოსაზრებები“, - აღნიშნა მან კითხვაზე პასუხისას, თუ როგორ განიხილავს ევროპარლამენტი საქართველოს მომავალ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და დაუჭერს თუ არა მისი ჯგუფი „სოციალისტ-დემოკრატები“ მხარს ამ განაცხადს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს