დავით ზალკალიანი - მოწონებულ იქნა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელ ღონისძიებათა კონცეფცია, რომელიც ყველა იმ ნაბიჯს მოიცავს, რაც გადასადგმელია 2024 წლამდე

დღევანდელ კომისიაზე მოწონებულ იქნა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელ ღონისძიებათა კონცეფცია, რომელიც მოიცავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არის გადასადგმელი 2024 წლამდე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ, ამიტომ აუცილებელია არამხოლოდ ბრიუსელთან კომუნიკაცია, არამედ აუცილებელია წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება.

„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური განაცხადი 2024 წელს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ დღევანდელ კომისიაზე ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რაც არის დამოკიდებული მზადებასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოწონებულ იქნა კონცეფცია, რომელიც წარვადგინეთ - 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელ ღონისძიებათა კონცეფცია, რომელიც მოიცავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც არის გადასადგმელი 2024 წლამდე ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან, ასევე პარლამენტის ჩართულობით და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით. ჩვენ ეს კონცეფცია წარმოვადგინეთ, ვიმუშავეთ ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად, დოკუმენტი შედგება, როგორც ნარატიული ნაწილისგან ასევე მოიცავს მატრიცის სახით კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, სადაც დეტალურად არის გაწერილი როგორც ქვეყნის რეფორმირების კუთხით გასატარებელი ღონისძიებები, ასევე საგარეო მიმართულებით და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები.

მნიშვნელოვანია, რომ კონცეფციის დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული აქტივობები და ღონისძიებები და მთავარი აქცენტი გაკეთებულია ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე, ასევე რეფორმების განხორციელების დინამიკის შენარჩუნებაზე და ამ კუთხით კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებაზე, მათ შორის არსებული კოორდინაციის მექანიზმის გაძლიერებაზე და ანგარიშვალდებულებების გაზრდაზე. ასოცირების შეთანხმება არის მთავარი ხერხემალი, რასაც დაეფუძნება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ჩამოყალიბებული იქნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, რომელშიც შევა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოახდენს მონიტორინგს და ასევე, ანალიზს იმისა თუ რა მიმართულებით გვაქვს ჩამორჩენა, სად არის მეტი აქცენტის გაკეთება საჭირო და რა მიმართულებით არის კიდევ უფრო დასახვეწი საქმიანობა და შევთანხმდით ასევე, რომ პრემიერ-მინისტრი უშუალოდ პირადად გაუწევს მონიტორინგს ამ პროცესს.

ასევე, ამ კონკრეტული გეგმის მიხედვით მოიაზრება ის, რომ ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების დინამიური მონაცემთა ბაზის ფორმირება მოხდება, რაც შესაძლებელს გახდის დავინახოთ ერთიანი სურათი თუ როგორ ხორციელდება, როგორც ვალდებულების რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი შესრულება. ყურადღება ექცევა ასევე მთავრობასა და პარლამენტს შორის არსებული ერთობლი კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას და ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ჩვენი საქმიანობის ძირითადი კომპონენტი იქნება - ეს გახლავთ ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქმიანობა სწორედ ამ ჩვენი გეგმის აქტუალიზაციის თვალსაზრისით.

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ წევრი ქვეყნები, ამიტომ აუცილებელია არამხოლოდ ბრიუსელთან, ევროკომისიასთან კომუნიკაცია, არამედ აუცილებელია წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურად საქმიანობის განხორციელება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საუბარი არის ამ კონცეფციაში ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით იგეგმება მაღალი დონის დიალოგის ჩამოყალიბება და ამასთან დაკავშირებით ევროკომისიასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება.

სამწუხაროდ, ევროკავშირთან ჩვენ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს, შავი ზღვა არის ის გეოგრაფიული არეალი, რომელიც პირდაპირ გვაკავშირებს ევროკავშირთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის კომპონენტი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებული“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა