დავით ზალკალიანი - სენატორების ვიზიტი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების, ასევე აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, სენატორები საქართველოს 2 ივნისს ეწვევიან.

"2-4 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია, სენატორები ჯიმ შაჰინი და რობ პორტმანი იქნებიან ამ დელეგაციის შემადგენლობაში.

ისინი საქართველოში ვიზიტამდე ეწვევიან უკრაინას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დღის წესრიგში. საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო ბოლოს, როდესაც სენატორები სტუმრობდნენ საქართველოს, მოხარული ვარ რომ უკვე ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენი ერთგული მეგობარი სენატორები ეწვევიან საქართველოს. ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება დროის თვალსაზრისით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შეფასების კუთხით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგომი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით, ვფიქრობ ძალიან კარგი და სასარგებლო ვიზიტი იქნება",-აღნიშნავს ზალკალიანი.

დავით ზალკალიანის თქმით, პარტნიორების მხრიდან კვლავ პოზიტიური შეფასებები იქნება.

„ჩვენ ერთგული ვართ იმ ნაკისრი ვალდებულებების, რა ვალდებულებებიც არის არამხოლოდ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში, არამედ იმ ვალდებულებებთან მიმართებაში, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეფორმების განგრძობითობაზე, იგივე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, იგივე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ უმწვავესი პრობლემა იყო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში და ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში როგორი წინააღმდეგობა იყო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ეს პირობა მივეცით საზოგადოებას და პირნათელი ვართ. მივესალმები მხოლოდ და მხოლოდ იმ კონსტრუქციული ოპოზიციის ჩართულობას ამ პროცესში, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის შემუშავებაში და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გვესმის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენ კვლავ პოზიტიური შეფასებები გვექნება. რა თქმა უნდა, დემოკრატიზაციის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და ჩვენზე უფრო სისტემურად ძლიერი ქვეყნები, რომელთაც ამის უფრო მეტი ტრადიცია და გამოცდილება აქვთ, მათაც აქვთ ხარვეზები, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი კარგი საშუალება იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მომავალ კვირას კონგრესის დელეგაცია ეწვევა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და რობ პორტმანის მონაწილეობით ჩამოვა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონგრესის დელეგაცია საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა