რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იარაღის კურთხევაზე უარის თქმას აპირებს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს უარი თქვას იარაღის კურთხევაზე, მაგრამ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აკურთხებს, რომ აღასრულონ სამხედრო მოვალეობა. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სათათბირო საბჭოს მიერ განხილულ დოკუმენტშია აღნიშნული.

„განხილულ დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეკლესია აკურთხებს ადამიანს - მეომარს თავისი სამხედრო ვალდებულების შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება ითვალისწინებს სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებას. თუმცა, უშუალოდ იარაღის ცალკე კურთხევა არ მოხდება“, - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, არქიმანდრიტმა ფილიფ რიაბიხმა.

მისივე თქმით, იარაღის ნაკურთხი წყლით სხურება შესაძლებელია, რომლითაც მეომარი სარგებლობს და რომლის გამოყენებაზე ის არის პასუხისმგებელი.

არქიმანდრიტის ინფორმაციით, ახლა ეს დოკუმენტი წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა განიხილონ, რომელიც მას მიიღებს, ან უარს იტყვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს