მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 170 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 3.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთ საერთო რიცხვმა 170 მილიონს გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, ვირუსს დღემდე 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა გლობალურად. ვირუსისგან განიკურნა 152 მილიონი ადამიანი. ამჟამად ინფიცირების 14.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აქტიური შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 170 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 3.5 მილიონს გადააჭარბა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი