კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს კადეტთა მეათე ნაკადმა დაასრულა. ლიცეუმის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება ქუთაისში, სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურსდამთავრებულებს ლიცეუმის წარმატებით დამთავრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში ლიცეუმის როლი აღნიშნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ლიცეუმი 87-მა კადეტმა დაასრულა, მათგან 20% ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. უწყების განმარტებით, კურსდამთავრებულთა შორის არიან საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის პირველი ადგილის მფლობელები.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და ფიზიკური მომზადების მქონე კადეტები სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები გადაეცა ყველა კურსდამთავრებულს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, სამსახურებრივი საშტატო იარაღი და უწყებრივი მედლები მიიღეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წელს ჩამოყალიბდა, სადაც ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად კადეტები სამხედრო მომზადებას სწავლობენ. ლიცეუმის ხელს უწყობს მომავალ თაობას, რომ ჩამოყალიბდეს თავდაჯერებულ ლიდერად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ღირსეულ მოქალაქედ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა