სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 222 555 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 428 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 212 752-ია.

ცნობისათვის, სომხეთში, 1-ელი ივნისიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 1-ელი ივლისიდან კი ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, პირბადის ტარების ვალდებულებისგან დახურულ სივრცეებშიც გათავისუფლდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო