კანადაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში, 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს

კანადაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 215 ბავშვის ნეშტი იყო დამარხული, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სკოლა ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციის მიზნით შექმნილი ბრიტანეთის კოლუმბიის Kamloops Indian Residential School- ის მოსწავლეები იყვნენ, რომელიც 1978 წელს დაიხურა.

მუზეუმის სპეციალისტები და საგამოძიებო ორგანოები ბავშვების გარდაცვალების დროისა და მიზეზების დასადგენად მუშაობენ.

მასობრივი სასაფლაოს აღმოჩენის ფაქტს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა და კანადის ისტორიის „სამარცხვინო თავის მტკივნეული მოგონება“ უწოდა.

კანადაში, მე-19-მე-20 საუკუნეებში სავალდებულო სკოლა-პანსიონებს მთავრობა და რელიგიური ლიდერები მართავდნენ და ამ სკოლების მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაცია იყო. Kamloops Indian Residential School- ი უდიდესი ასეთი პანსიონი იყო, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაციის დროს, 1890 წელს გაიხსნა, სკოლაში 500-მდე მოსწავლე სწავლობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა