ჯანმო - კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის კვლევის პროცესი პოლიტიკით იწამლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის დადგენის პროცესს ძირს პოლიტიკა უთხრის.

„მთელი ეს პროცესი პოლიტიკით იწამლება,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკლ რაიანმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის წარმოშობის დადგენის კუთხით წარმატების მიღწევა მოხდეს, მეცნიერება და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს.

“გვინდა გთხოვოთ, რომ ჩვენ მეცნიერებას პოლიტიკისგან გამოვყოფთ და მოდით, საჭირო პასუხების მიღების კუთხით წარმატებას სათანადო, პოზიტიურ ატმოსფეროში მივაღწიოთ,"- აღნიშნა მაიკლ რაიანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა შეესწავლათ, კოვიდ 19 რომელიმე ცხოველიდან გაჩნდა თუ უხანის ლაბორატორიიდან. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები იკვლევენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიის სამი მკვლევარი 2019 წლის ნოემბერში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე გრიპის მსგავსი დაავადებით ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, იყო თუ არა ეს დაავადება კოვიდ 19.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ