ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-ს ხელმძღვანელი ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს „გულის ამრევს“ უწოდებს

ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-ს დირექტორი იგორ ჩერგინეცი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ ავიაკომპანიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გმობს და „გულის ამრევს“ უწოდებს.

„ამ მთავრობებმა ჩვენი თვითმფრინავების დასასხდომად არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნები დახურეს, არამედ განსაკუთრებით ფაშისტური სიჯიუტით, სათითაოდ ხურავენ საჰაერო დერეფნებს. ისინი დაგვცინიან", - წერს ჩერგინეცი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

მისი განცხადებით, ევროპული ქვეყნების მთავრობებმა შეზღუდვები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ინციდენტის გამოძიების დაწყებამდე დააწესეს.

„ეს ყველაფერი ხდება ინციდენტის გამოძიებამდე. ისინი სჯიან უდანაშაულო Belavia-ს გამოძიების დაწყების გარეშე. ეს გულის ამრევია,“- წერს Belavia-ს ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ბელარუსულ ავიაკომპანია Belavia-ს საჰაერო სივრცე დაუხურა და მის თვითმფრინავებს საკუთარ აეროპორტებში დაჯდომა აუკრძალა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025