„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, ძმები არველაძეები მივიდნენ

„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, ძმები რევაზ და არჩილ არველაძეები მივიდნენ.

არჩილ არველაძემ მედიასთან განაცხადა, რომ პარტიის ყრილობაზე სტუმრად არის დაპატიჟებული. კითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი გახარიას გუნდში პოლიტიკურ აქტიურობას, არველაძემ თქვა, რომ მედიას 1-ელ ივნისს ინფექციურ საავადმყოფოში პირველ საათზე ეპატიჟება, სადაც ვაქცინაციის ჩატარებას აპირებს და კომენტარს მაშინ გააკეთებს.

რაც შეეხება რევაზ არველაძეს, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კომენტარს მედიასთან ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ყრილობაზე ასევე მივიდა ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა