უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინა პირველი იქნება ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელიც ალიანსისგან პარტნიორობის მიზნების განახლებულ პაკეტს მიიღებს

ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს შორის უკრაინა პირველი იქნება, რომელიც ალიანსისგან პარტნიორობის მიზნების განახლებულ პაკეტს მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც აღინიშნა, უკრაინისთვის პარტნიორობის მიზნების განახლებული პაკეტი შეიცავს ამოცანებსა და საქმიანობებს 2025 წლამდე პერიოდისთვის. მასში ასევე ჩემოთვლილია ის ძალები და საშუალებები, რომლებსაც უკრაინა ამზადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, ასევე ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობისთვის.

პარტნიორობის მიზნები მხარს უჭერს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სხვა ამოცანებს, განსაკუთრებით თავდაცვის რეფორმის პროექტებს და საქმიანობებს. „უკრაინისა და ნატოს დელეგაციებმა მხარი დაუჭირეს შემოთავაზებულ დოკუმენტს და გადაწყვიტეს, რომ გადავიდნენ მისი შეთანხმების შემდეგ ეტაპზე”, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა