მედია - რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ევროპულ ავიაკომპანიას ნება დართო, მოსკოვსა და პეტერბურგში ფრენები ბელარუსის გვერდის ავლით განახორციელონ

რუსეთის ხელისუფლებამ ევროპულ ავიაკომპანიებს, Lufthansa-ს, AirFrance-სა და Austrian Airlines-ს ნება დართო მოსკოვსა და პეტერბურგში ფრენები ბელარუსის გვერდის ავლით განახორციელონ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგულმა ავიაკომპანიამ, AirFrance მა, ახალ მარშრუტზე ფრენის ნებართვის არქონის გამო პარიზიდან მოსკოვის მიმართულებით ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს დაგეგმილი რეისები გააუქმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დღის წინ ვენა-მოსკოვის რეისი გააუქმა Austrian Airlines-მაც, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ არ დაამტკიცა თვითმფრინავის მარშრუტის ცვლილება, რაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლას გულისხმობდა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს