ეროვნულ არქივსა და „საქართველოს ფოსტას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და „საქართველოს ფოსტას" შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „მსოფლიო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე მოსწავლეების 50-მდე რჩეული წერილი შესანახად ეროვნულ არქივს გადაეცემა.

„საქართველოს ფოსტის" ინფორმაციით, კონკურსი „საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით ჩატარდა და საკონკურსო თემა გახლდათ – "მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით".

“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის" შტაბ-ბინაში (ბერნი - შვეიცარია). ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა