პოლონეთსა და ლიეტუვაში ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

პოლონეთსა და ლიეტუვაში ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.ასობით ადამიანმა ბელარუს ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

BBC-ის ინფორმაციით, პროტასევიჩის მხარდამჭერი აქციები ევროპის სხვა ქვეყნებში, აშშ-სა და ავსტრალიაშიც გაიმართა.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს. დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტა.

იხილეთ ვიდეო:პოლონეთსა და ლიეტუვაში ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა