სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 81 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 222 636 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 432 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 212 981-ია.

ცნობისათვის, სომხეთში, 1-ელი ივნისიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 1-ელი ივლისიდან კი ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, პირბადის ტარების ვალდებულებისგან დახურულ სივრცეებშიც გათავისუფლდებიან.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!