გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიაზე - 8 წელი ხელისუფლებაში ყოფნის მერე, საუბარი, რომ ქვეყანაში კორუფციაა პრობლემა, ცოტა სუსტი მგონია, მაშინ თვითონაც ყოფილა ამ კორუფციული სქემების მონაწილე

8 წელი ხელისუფლებაში ყოფნის მერე, უბრალოდ საუბარი, რომ ქვეყანაში კორუფციაა პრობლემა, ცოტა სუსტი მგონია, რადგან მაშინ თვითონაც ყოფილა ამ კორუფციული სქემების მონაწილე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად აღიქვამს მას ოპონენტად, ვაშაძე პასუხობს, რომ ის მის ცნობიერებაში არ არის ფორმირებული, როგორც პოლიტიკური ძალა.

ვაშაძე მიიჩნევს, თუ მას ოპოზიციაში ყოფნა სურს ხელისუფლებასთან მყოფ ძალასთან მიმართებით მკაფიო გზავნილები უნდა ჰქონოდა.

“საკმაოდ სუსტი იყო გუშინდელი ღონისძიება. ვფიქრობ, გიორგი გახარიას კვლავაც აქვს პასუხი გასაცემი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე: მისი მთავრობაში ყოფნის დროს რატომ შემცირდა ეკონომიკა, ინვესტიციები, სამუშაო ადგილების რაოდენობა, რატომ მოხდა 20 ივნისს, რომ პროტესტის მონაწილე ადამიანებს თვალები დასთხარეს, რატომ გაიზარდა კრიმინალი - ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს და უბრალოდ საუბარი 8 წელი ხელისუფლებაში ყოფნის მერე, რომ ქვეყანაში კორუფციაა პრობლემა, ცოტა სუსტი მგონია, რადგან მაშინ თვითონაც ყოფილა ამ კორუფციული სქემების მონაწილე. პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი იყო, რომელსაც პირდაპირ ევალება ებრძოლო კორუფციას, ასევე ბიზნესომბუდსმენი იყო და თუ ბიზნესებს კორიფციულად რამეს სთხოვდნენ, მაშინ თვითონ ხმა უნდა ამოეღო, ჯერ კიდევ მაშინ. ამიტომ ეს კითხვები არის საზოგადოებაში და პასუხი უნდა გასცეს",- განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა