ალუდა ღუდუშაური - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნათლად გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა, მათი დასასრულის დასაწყისი იქნება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნათლად გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას გამოეხმაურა.

ღუდუშაურის თქმით, მეორე მხრივ, მათი პარლამენტში შესვლა მარცხის აღიარება იქნება.

„არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. როგორც ჩანს, მათმა რეალურმა მმართველმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა, რომ ახლა უკვე უნდა გადმოიტანონ პროცესები პარლამენტში. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ პარლამენტს აქვს დღის წესრიგი, ჩვენ ვმუშაობთ იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ქვეყანას და საზოგადოებას. როგორც ჩანს, მათ ნათლად დაინახეს, რა მოუტანა რადიკალურმა ნაბიჯებმა ევროპულ საქართველოს, რომელიც პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს ან თუ არსებობს, უკვე არის ერთი კაცის პარტია, ამიტომ ნათლად გააცნობიერეს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა მათი დასასრულის დასაწყისი იქნება, ასევე მათი მარცხის აღიარება იქნება პარლამენტში მათი შემოსვლა“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა