მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა განკვეთა და მღვდლის ხარისხი ჩამოართვა.

„განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

მისივე თქმით, რაც შეეხება საეკლესიო ქონების აღწერას, რადგან ამის გაკეთება არ ისურვეს, აღწერა აუდიტის საშუალებით მოხდება.

„თუ ვთქვათ, ამ შემთხვევაში დაიწყებენ წინააღმდეგობის გაწევას, რეალურად დადგება საკითხი, რომ მართლა არსებობს რაიმე კორუფციული ინტერესი მათი მხრიდან, თუ ისე წავიდა საქმე, რომ სახელმწიფო აუდიტი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, მერე არც ეს იქნება გამორიცხული,“- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მამა დანიელ გვილავა კი აცხადებს, რომ აუდიტის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მართვა-გამგეობის ვინმესთვის გადაბარებას არ აპირებს.

„ჯერ კაცი უნდა იყო და მერე უნდა გახდე მღვდელი სტეფანესგან განსხვავებით, სტეფანე გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ კაცი ვერ გახდა. ის არასდროს მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ. ვიცხოვრებ მონასტერში, გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოუვლი ჩვენს ნაშრომს, ნაოფლარს, აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ, ამას სულ ვამბობდი, მოვიდნენ დაათვალიერონ, ნახონ რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ მართვა-გამგეობას არავის გადავაბარებ“, - განაცხადა მამა დანიელ გვილავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა