კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.84 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 31.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 602 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს.
მას აშშ მოჰყვება 293 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 242 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 211 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.7% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 17.4%, აშშ-ში კი - 40.5%.