„ქართული ოცნება“ - რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა მათი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი.

„რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი და იკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველია”, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომელსაც პარტია „ტვიტერზე“ ავრცელებს.

ცნობისთვის, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა