ნათია თურნავა - გახარია იყო წარმატებული გუნდის წარმატებული პრემიერ-მინისტრი, რას შეძლებს და რას გააკეთებს გუნდის გარეშე, ეს დიდი კითხვის ნიშანია

გიორგი გახარია რას შეძლებს და რას გააკეთებს გუნდის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს დიდი კითხვის ნიშანია, რადგან მან ეს გუნდი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში მიატოვა ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც თურნავა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ამბობს, გახარია იყო წარმატებული გუნდის წარმატებული პრემიერ-მინისტრი.

“სიღრმისეული შეფასების გაკეთება, ალბათ, ნაადრევია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, გახარია იყო წარმატებული გუნდის წარმატებული პრემიერ-მინისტრი. რას შეძლებს და რას გააკეთებს გუნდის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს დიდი კითხვის ნიშანია, რადგან მან ეს გუნდი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში მიატოვა. ვნახოთ, შევხედოთ, დაველდოთ“, - აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, 29 მაისს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა. პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები. პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება. პარტიის პოლიტსაბჭოში არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე. პოლიტიკური საბჭოს წევრების გარდა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებიც წარადგინა. „საქართველოსთვის“ წევრები არიან: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა