გიორგი გახარია "თოქ - შოუების" წამყვანებს 31 მაისს შეხვდება

31 მაისს, 18:00 საათზე, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ნაციონალური ტელევიზიების "თოქ შოუების" წამყვანებს შეხვდება. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარია მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს.

ცნობისთვის, 29 მაისს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა. პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები. პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება. პარტიის პოლიტსაბჭოში არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე. პოლიტიკური საბჭოს წევრების გარდა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებიც წარადგინა. „საქართველოსთვის“ წევრები არიან: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა