ბენიამინ ნეთანიაჰუ - ნუ შექმნით მემარცხენე მთავრობას - ასეთი მთავრობა საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას და მომავალს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახალი კოალიციური მთავრობა ქვეყნისთვის სახიფათოა.

მას შემდეგ რაც ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ცენტრისტული პარტიის ლიდერ იაირ ლაპიდთან ერთად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებს დათანხმდა, ნეთანიაჰუმ მემარჯვენე პოლიტიკოსებს მოუწოდა მხარი არ დაუჭირონ შეთანხმებას.

”ნუ შექმნით მემარცხენე მთავრობას - ასეთი მთავრობა საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას და მომავალს”,- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

პრემიერმა ბენეტი, რომელიც ადრე ირწმუნებოდა, რომ იაირ ლაპიდთან გაერთიანებაზე უარს იტყოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და საუკუნის თაღლითობაში დაადანაშაულა.

გუშინ ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მისი პარტია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებდა.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევქმნა ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩემს მეგობართან, იაირ ლაპიდთან ერთად,“- აღნიშნა ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ ლაპიდს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ვადა 2 ივნისამდე აქვს. BBC-ი წერს, რომ წამატების შემთხვევაში ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა დასრულდება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 12 წელია უკავია.

ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი პოსტს იაირ ლაპიდს დაუთმობს.

შეგახსენებთ, 23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო. პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მას კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა, თუმცა ნეთანიაჰუმ ეს ვერ შეძლო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ეს დავალება პარტია „ეშ ატიდის“ ლიდერს, იაირ ლაპიდს მისცა, რომლის პარტიაც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა