ვიეტნამი, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, 9-მილიონიანი ქალაქის მოსახლეობას კოვიდტესტს ჩაუტარებს

ვიეტნამის უდიდესი ქალაქის, ხოშიმინის, მთელ მოსახლეობას კოვიდტესტს ჩაუტარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქში, სადაც 9 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის ახალი, ჰიბრიდული ვარიანტის კლასტერი გაჩნდა. ამასთან, ქალაქში შეზღუდვები გამკაცრდა. კერძოდ, მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვების უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აქვთ, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალა, დაიხურა მაღაზიები და რესტორნები, აიკრძალა რელიგიური საქმიანობა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი კლასტერი პროტესტანტულ ეკლესიას უკავშირდება, რომლის წინააღმდეგაც, ჯანდაცვის პროტოკოლების არასათანადოდ დაცვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს.

შეგახსენებთ, ვიეტნამის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, ჰიბრიდული ვარიანტი დაფიქსირდა, რომელიც უფრო ადვილად გადამდებია და ჰაერის საშუალებით ვრცელდება. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, კორონავირუსის 7 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 47 ადამიანი, აღნიშნული შემთხვევების ნახევარზე მეტი კი ახლად აღმოჩენილ შტამს უკავშირდება.

ვიეტნამში ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე მოსახლეობის მხოლოდ 1 %-ია ვაქცინირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა