აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის განეიტრალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახური სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფის განეიტრალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ზოგიერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, ზანგილანის რაიონის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისას სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფის განეიტრალებისა და მისი ორი წევრის დაკავების შესახებ. ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება,“- აცხადებენ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურში.

მათი მტკიცებით, სომხეთთან სახელმწიფო საზღვარზე ვითარება სტაბილურია და აზერბაიჯანის ქვედანაყოფების მიერ სრულად კონტროლდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა