სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 6 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 222 670 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 438 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 213 208-ია.

ცნობისათვის, სომხეთში, ხვალიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 1-ელი ივლისიდან კი ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, პირბადის ტარების ვალდებულებისგან დახურულ სივრცეებშიც გათავისუფლდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა