სანდრო რაქვიაშვილი - თუ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა საკუთარი ამომრჩეველი გაუგებრობაში ამყოფოს, ეს მისი არჩევანია და არ წაადგებათ

თუ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა საკუთარი ამომრჩეველი გაუგებრობაში ამყოფოს, ეს მისი არჩევანია და არ წაადგებათ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე გამოიყენა ის პუნქტი, რომელზეც ამბობენ, რომ არ მოსწონთ და ამის გამო შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

„მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შემოდის. ის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, უცნაურია, რადგან ამ შეთანხმებიდან ყველა პუნქტს აღიარებენ, სადაც გაწერილი იყო გირაოს საკითხი, რეფორმებზეა საუბარი და 43- პროცენტიან დათქმაზე, თუ ყველა პუნქტს აღიარებს, არ მესმის, ხელი რატომ არ უნდა მოაწეროს. თუ ამნისტია არ მოსწონს, ამნისტია ჩაწერილი იყო იმ პუნქტში, სადაც გირაოს საკითხი იყო. თუ იმ პუნქტს იყენებ, ეს როგორ გამოდის? "- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა