კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომლის სურვილია, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით, თუმცა ეს ძალიან დიდი „ბლეფი“ იყო. თავიანთი სიტყვების უკან წაღება მოუწიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომლის სურვილია, ქვეყანაში არეულობა იყოს.

„გადაწყვეტილებას რაც შეეხება, თქვენ იცით შეთანხმება რაც შედგა, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეს იყო თითქოს საბაბი პარლამენტში არშესვლის, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი „ბლეფი“, ტყუილი. არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. საბოლოოდ, მათ მოუწიათ თავიანთი სიტყვების უკან წაღება. ჩვენი გუნდისთვის არაფერი არ შეცვლილა, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომლის სურვილია, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ა.შ“- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა