არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციაში კონკურენციის მაღალი დონის გამო, ნებისმიერ ახალ პარტიას, მათ შორის გახარიას პარტიასაც გაუჭირდება ადგილის დამკვიდრება, თუმცა, ეს შესაძლებელია

პარლამენტის ვიცე- სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციაში კონკურენციის მაღალი დონის გამო, ნებისმიერ ახალ პარტიას, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიასაც გაუჭირდება ადგილის დამკვიდრება, თუმცა, ეს შესაძლებელია.

რაც შეეხება გახარიას პარტიისა და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის შესაძლებლობას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ალიანსის შექმნა არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან 2024 წლამდე არ დასჭირდება.

„დარწმუნებული ვარ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად „ქართული ოცნება“ გაიმეორებს საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგს. ამას სულ მალე დავინახავთ, როდესაც ჩვენ განახლებულ გუნდს და პარტიის პროგრამას წარვადგენთ და თითოეულ რეგიონში ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნით რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, ოპოზიციური სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი, ოპოზიციაში არის დიდი კონკურენცია. „ქართულ ოცნებას“ მაშველი რგოლი ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელსაც ზურგს უმაგრებს გაკეთებული საქმე და სამომავლო გეგმები. მზად ვართ ნებისმიერთან პოლიტიკური დებატებისთვის პარლამენტში და მზად ვართ შევეჯიბროთ ნებისმიერს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში.

ვფიქრობ, რაიმე კომენტარის გაკეთება თუ ვისთან ვითანამშრომლებთ მომავალში, არ იქნება სერიოზული. „ქართულ ოცნებას“ აქვს სრული შესაძლებლობა იმისთვის, რომ შემდეგი წლების განმავლობაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უმრავლესობაში მართოს და ძირითადი პასუხისმგებლობა ატაროს ქვეყნის მმართველობაზე. ჩვენ არ დაგვჭირდება 2024 წლამდე არავითარი ალიანსის შექმნა არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა, მზად ვართ უზრუნველვყოთ პარლამენტში გახსნილი პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება უკვე 2024 წლის არჩევნებს, იქ ვნახავთ რა კონკრეტული საქმე და გეგმები იქნება; ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველომ გააკეთოს მნიშვნელოვანი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ მივესალმებით პოლიტიკური სპექტრის გადახალისებას ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, რომ ანტისისტემური და რადიკალური ძალები ჩაანაცვლონ კონსტრუქციულმა, თანამშრომლობაზე ორიენტირებულმა, პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა, რომელთა გენეტიკური კოდი არ არის არეულობა და დესტაბილიზაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა