მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ვაზიანის პოლიგონზე გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეა მონაწილეობდა.

„დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საველე სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზას მოიცავდა. პირველი და მეორე ფაზები ოპერაციის რაიონში საცეცხლე რაიონის დაკავებასა და პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნებას ითვალისწინებდა. შემდეგ ეტაპებზე მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებასა და ბატარეის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას მოიცავდა. წვრთვნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. წვრთნების მიზანს სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების შერწყმა, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები წარმოადგენდა. სწავლებამ მაღალი შეფასება მიიღო“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს