Ryanair-ის თვითმფრინავმა ბერლინში ავარიული დაშვება განახორციელა

Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა, ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ბერლინის ფედერალური პოლიცია მივიდა. მათ თვითმფრინავის უსაფრთხოება შეამოწმეს, მაგრამ მათ ვერანაირი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს.

„მგზავრები პოლონეთის მიმართულებით მგზავრობას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებენ”, - განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა მედიასთან საუბარში.

თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოცემა Bild-ის ცნობით, რეისის გადამისამართება ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოხდა.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში