ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სასამართლო პროცესზე ვახო სანაიას დაკითხვენ.

როგორც ვახო სანაიმ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ აღნიშულ საქმეზე მოსამართლე საბოლოოდ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

"ამ საქმეზე არსებობს ყველა მტკიცებულება არამარტო მოწმეთა ჩვენებები, არამედ ვიდეომასალაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რაც ეს ინციდენტი მოხდა ზღაპრებს ვისმენ დაცვის მხრიდან. რაღაცით ცდილობენ თავის დაცვას, უბრალოდ არაფერი არ გამოვა. აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი შედეგი ამ საქმზე. ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. იმ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყოველდღიურად ჟურნალისტებს ესხმიან თავს და ამაზე არავინ არ აგებს პასუხს, ეს უნდა იყოს პრეცედენტი იმისთვის, რომ თავი შეიკაოს ყველამ მსგავსი შემთხვევებისაგან. თუკი ვინმე ხელის და ფეხის მოქნევას გადაწყვეტს ჟურნალისტის მისამართით იცოდეს, რომ ის პასუხს აგებს.მოსამართლის გადაწყვეტილება უნდა იყოს გამამტყუნებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი იქნება. როგორც ადამიანს, რა თქმა უნდა, არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, საერთოდ არ ვიცნობ ამ ხალხს და აზრათ არ მომივიდოდა მათი პატიმრობა, რომ არა დანაშაული" , - განაცხადა სანაიამ.

უფლებადამცველის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესსზე სანაია სასამართლოს ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

"დღევანდელ პროცესზე სანაია მზად არის კიდევ ერთხელ ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, რაც სასამართლოს დაარწმუნებს იმაში, რომ ამ დანაშაულს რეალურად მის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, როგორც ვიდეომტკიცებლებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში არის თანხვედრაში დაზარალებულის მიერ გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებასთან. ასევე თანხვედრაში არის იმ გარემობასთან, რომელიც ვიდეოში ნათლად ჩანს" , - განაცხადა მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა