კახა კუჭავა - კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ შემოუერთდება პარლამენტში მუშაობას - მოხარული ვიქნები, თუ ვიხილავ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტსაც შეუერთდება.

„ჩვენ შემოგვიერთდა ბოლო პოლიტიკური პარტიაც, რომელიც პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. ამას მათ მოუწოდებდა არამხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, არამედ მოუწოდებდნენ დასავლეთიდანაც და კარგია, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შემოუერთდებიან პარლამენტში მუშაობას. ასევე, მე მოხარული ვიქნები პირადად, თუ ვიხილავ მათ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის დოკუმენტსაც, რათა მათ შეძლონ სრულფასოვნად ჩართვა იმ მოლაპარაკებებში, იმ საკითხებზე მსჯელობაში, რომელიც ამ დოკუმენტით არის გათვალსიწინებული. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ახლო მომავალში ვიხილავთ ასევე ამ დოკუმენტზე მიერთებასაც და სრულფასოვნად ჩართვას ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც ჩვენ დღის წესრიგში გვიდგას“, - განაცხადა კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა