სერგეი რიაბკოვი - სიგნალი, რომლის გაგზავნასაც მოსკოვი აპირებს, ვაშინგტონისთვის არაკომფორტული იქნება

მთელი რიგი სიგნალი, რომლის გაგზავნასაც მოსკოვი უახლოეს მომავალში აპირებს, არაკომფორტული იქნება ვაშინგტონისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

”ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოსკოვიდან გაგზავნილი არაერთი სიგნალი მათთვის არაკომფორტული იქნება”, - აღნიშნა რიაბკოვმა.

ამასთან, ის გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს დააყენებს და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის დღის წესრიგი განსხვავებულია, თუმცა რუსეთი, ტრადიციულად მზადაა, დიალოგი ნებისმიერ საკითხზე გამართოს.

”აშშ-სა და რუსეთის დღის წესრიგი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ჩვენ ტრადიციულად მზად ვართ რეაგირება მოვახდინოთ ამერიკული მხარის მიერ წამოჭრილ ნებისმიერ საკითხზე. სამწუხაროდ, საპასუხო მზაობა უფრო და უფრო იშვიათად შეიმჩნევა”, - აღნიშნა რიაბკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა