გიორგი გახარია - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კორუფცია იყო, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის - თუ გინდათ, რომ კონკრეტულ კორუფციულ „ქეისებზე“ მალაპარაკოთ, არ ვილაპარაკებ

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბევრჯერ მიუღია.

როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუს, „360 გრადუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე აღნიშნა, როდესაც ქვეყანას აქვს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი უკვე არის პრობლემა და ეს არ არის კონკრეტული კორუფციული შემთხვევების და „ქეისების“ პრობლემა.

ჟურნალისტის კითხვაზე: სად, რომელ სახელისუფლებო შტოებში დაინახეთ კორიუფცია დაბალ თუ მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში? ან როდის დაინახეთ, მაშინ, როდესაც ბიზნესომბუდსმენი იყავით, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი, პრემიერი, თუ მაშინ დაინახეთ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ნომრად წარგადგინათ? სად მთავრდებოდა თქვენი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება და არსებობდა თუ არა „წითელი ზღვარი“, სადაც გადაწყვეტილებას ვეღარ იღებდით? გიორგი გახარიამ უპასუხა: ომბუდსმენობიდან დაწყებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კორუფცია და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

ჟურნალისტმა კონკრეტული პასუხის მისაღებად ყოფილ პრემიერს მიმართა, რომ თუ ის კონკრეტიკაზე არ ისაუბრებს, გუშინდელი მისი განცხადება ძალიან დაემსგავსება „სამარკო თვალის ჩაპაჭუნებას, რომლის ადრესატიც იყო ხელისუფლება, რომ რაღაც იცით კორუფციის შესახებ, მაგრამ ამაზე არ საუბრობთ“.

„ავხსნი, რატომ იყო ნახსენები კორუფცია და ნეპოტიზმი, მერე იმასაც მოგიყვებით მე სად დავინახე და რა გავაკეთე. ნებისმიერი გარდამავალი ეკონომიკის, გარდამავალი დემოკრატიის, რეფორმიერბის სტადიაში მყოფი ქვეყნისთვის კორუფცია არის უზარმაზარი გამოწვევა. ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის სუსტი ინსტიტუტები. როდესაც ქვეყანას აქვს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი უკვე არის პრობლემა. ეს არ არის კონკრეტული კორუფციული შემთხვევების და „ქეისების“ პრობლემა. ეს არის პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფოს მშენებლობას და სახელმწიფოს განვითარებას. სისტემური თემაა ეს. თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ამაზე მარტო გუშინ დავიწყე ლაპარაკი, არა! ომბუდსმენობიდან დაწყებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კორუფცია და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ნეპოტიზმს რაც შეეხება ჩემს გუნდში ან ჩემს გარშემო ინტერესის გამო მაინც შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანი, რომელიც ჩემთან არისდაკავშირებული და ამ ნიშნით იყო სადმე დანიშნული. არასოდეს არ ყოფილა! მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არაგონივრული ნაბიჯია“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის სამინისტროდან ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერის დაქვემდებარებაში გადმოტანის ინიციატივაც მას ეკუთვნოდა.

„ჩვენნაირ ქვეყნებს ყოველთვის მზად და გაცხადებული ანტიკორუფციული სტრატეგია უნდა ჰქონდეთ. მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა უნდა იყოს უმკაცრესი ანტიკორუფციული სტრატეგია. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაწყებული გვქონდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომ კორუფციული საქმეების გამოძიების მექანიზმებია დასახვეწი, შესაქმნელია ერთიანი საგამოძიებო სისტემა. ასეთი რამდენიმე თემა იყო, რომელზეც ხვალ, ზეგ შეიძლება ვიღაცამ თქვას: გახარია შენ სად იყავი?

პირველი იყო ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, ასევე დეოკუპაციის სტრატეგიის განხორციელება და მესამე - ინტეგრაციის მექნიზმების უნიფიცირება პრემიერის აპარატის ქვეშ, რაც ნიშნავდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ევროინტეგრაციის „იუნითის“ და ნატოს საინფორმაციო ცენტრის გაერთიანება პრემიერის აპარატის ქვეშ. რა თქმა უნდა, მე ამ საკითხებზე ნამსჯელი მქონდა და განხილული კოლეგებთან და გუნდთან ერთად. თქვენ თუ გინდათ მე დღეს მალაპარაკოთ კონკრეტულ კორუფციულ „ქეისებზე“ არ ვილაპარაკებ!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ კონკრეტული კორუფციული რისკების აღსაკვეთად პრემიერობის დროს ბევრჯერ მიიუღია გადაწყვეტილება.

„რისკების შეფასების დროს ბევრჯერ, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენს მიმიღია [გადაწყვეტილება]“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი უწყობდნენ თუ არა ხელს, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკები გაჩენილიყო, გახარია პასუხობს, რომ „ამას ჭირდება კონკრეტული ფაქტები“

„ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას ხელს უწყობს სუსტი ინსტიტუტები, ამ ადამიანებს, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელ ჯგუფებს, შეიძლება გარკვეული ზემოქედების ძალა ამ ინსტიტუტებზე ჰქონდეთ. ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში - არა. ამას ჭირდება კონკრეტული ფაქტები, მე სადაც მქონია შესაძლებლობა და სადაც ასეთი ფაქტები მქონია, იქ ეს კარები დამიკეტია ყოველთვის“, - აცხადებს გახარია.

ამასთან კითხვაზე, „ყველა მათგანისთვის მიუხურავს თუ არა კარი“, გახარიამ უპასუხა: „ყველასთვის არა, მაგრამ მაქედან რამდენიმესთვის კი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა