Bloomberg- მსოფლიოში ყოველდღიურად ვაქცინაცია 32.2 მილიონ ადამიანს უტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.86 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული , - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 32.2 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 620 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 294 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 243 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 212 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.7% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 17.6%, აშშ-ში კი - 40.7%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს