იენს სტოლტენბერგი - რუსეთი მზად აღმოჩნდა, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ - მზადყოფნის დემონსტრირებას ვახდენთ ჩვენი მოკავშირეების დასაცავად

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ყველა ნაბიჯი, მისი ძალების მომზადების გასაძლიერებლად, იდგმება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი მიზნით. ამის შესახებ გენმდივანმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის გეგმებს უკავშირდება - შექმნას 20 ახალი სამხედრო შენაერთი დასავლეთში.

„რასაც ჩვენ ვხედავთ - ეს არის რუსეთის ქცევის მოდელი, რომლის ფარგლებშიც რუსეთი, ბოლო წლებში, დიდ ინვესტირებას ახორციელებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებში. არა მხოლოდ ეს. რუსეთი მზად აღმოჩნდა, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ. საქართველოში, უკრაინაში განაგრძობს დონბასის დესტაბილიზებას. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ გააძლიერა თავისი ძალების მზადყოფნა ბოლო წლებში“ , - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნატო - პირველ რიგში, თავდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას თავისი მოკავშირეები.

„ჩვენ მზადყოფნის დემონსტრირებას ვახდენთ ჩვენი მოკავშირეების დასაცავად, ასევე ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კეთდება მხოლოდ თავდაცვისთვის“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა