ანონსი  1 ივნისი

1 ივნისს, 11:00 საათზე - იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: 599726565

1 ივნისს, 11:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) სოფელი შუქრუთის პროტესტის მონაწილეებთან ერთად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ირ აბაშიძის 12 ბ.

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

1 ივნისს 11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ საბაჟო პროცედურების მიმდინარეობას „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაესწრება.

1 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშს წარუდგენს.

მის: ევროპის მოედანი

1 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ დავით კოდუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1 ივნისს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია განცხადებას გააკეთებს.

თემა: არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი. რამდენად დროულია ინიციატივა და როგორია სტატისტიკა - რა წილი აქვთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს ავტოავარიებში.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ივნისს, 12:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენს და ყველაზე ღია და დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს.

მის: სასტუმრო „სტამბა“, ღია ვერანდა (rooftop), მერაბ კოსტავას ქუჩა N14

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599 42 02 06

1 ივნისს, 12:00 საათზე, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ანსმაბლი „ერისიონი“ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისა და მოქმედი ჯარისკაცების შვილებს უმასპინძლებს და მათთვის კონცერტს გამართავს. ღონისძიებას ბავშვებთან ერთად დაესწრებიან, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.

მის: რუსთაველის N16

საკონტაქტო: ხატია მუსერიძე - 555 47 16 96

1 ივნისს, 12:30 საათზე. მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცეპრეზიდენტი, მევლუდ მელაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს - რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი. რამდენად დროულია ინიციატივა და როგორია სტატისტიკა - რა წილი აქვთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს ავტოავარიებში.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: თავისუფლების #2 - თბილისის საკრებულოს შენობა.

1 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

1 ივნისს, 13:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

1 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

1 ივნისს, 16:45 საათზე, ახალგაზრდული შესაძლებლობების პირველი, ქართული ონლაინ პლატფორმის, „YoutPlatform.gov.ge“-ის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ფაბრიკის ტერასა, ნინოშვილის ქ.8

საკონტაქტო: მარიამ ქებაძე 591224457

1 ივნისს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ნინოწმინდის ბავშვებისთვის“ გაიმართება.

აქციას პოლიტიკური მოძრაობა "დროა" და მისი ლიდერი ელენე ხოშტარია შეუერთდება.

მის: ინგოროყვას ქ.7

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო