ჩეხეთიდან გაძევებულმა რუსეთის საელჩოს ბოლო 60-მა თანამშრომელმა პრაღა დატოვა

ჩეხეთში მყოფმა რუსეთის ყველა დიპლომატმა, რომელიც ქვეყნიდან გააძევეს და დღეს ამოიწურა ბოლო ვადა, როდესაც ჩეხეთი უნდა დაეტოვებინათ, ქვეყანა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათისთვის დატოვეს და რუსეთში დაბრუნდნენ. ამის შესახებ რუსულ მედიას ჩეხეთში რუსეთის საელჩოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ბიაკინმა განუცხადა.

„პრაღა დატოვა რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა ჯგუფმა 60 ადამიანის შემადგენლობით, მათ შორის, დიპლომატების ოჯახების წევრებმა. ისინი მოსკოვში სპეცბორტით დაბრუნდნენ“, - განაცხადა ბრიაკინმა.

მისი თქმით, ამით დასრულდა რუსეთის საელჩოს რიცხოვნობის პარიტეტულ შესაბამისობაში მოყვანის პროცესი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შაბათს რუსი დიპლომატების ჯგუფი ჩეხეთიდან მოსკოვში გაემგზავრა. პრაღა რუსეთის საელჩოს 54-მა თანამშრომელმა დატოვა.

ჩეხეთმა რუსეთი 2014 წლის 16 ოქტომბერს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღების საწყობებში მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!