უნგრეთი “სინოფარმის“ ვაქცინის წარმოებას იწყებს

უნგრეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის“ წარმოების დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ჩინელ კოლეგა ვან ისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქალაქ დებრეცენში 157 მილიონი ევროს ღირებულების ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება.

ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI- ის ცნობით, ამ ნაბიჯით უნგრეთი 2022 წლის ბოლოდან ვაქცინების წარმოებაში თვითკმარი გახდება.

შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოქალაქეებს ჩინური ვაქცინით ცრიან.

იხილეთ ვიდეო:უნგრეთი "სინოფარმის" ვაქცინის წარმოებას იწყებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა