ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი, მაღალი ტემპერატურითა და გრიპის სხვა სიმპტომებით, საავადმყოფოში მაისის ბოლოს გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოდან უახლოეს მომავალში გაწერენ.

უცნობია, როგორ დაინფიცირდა პაციენტი. ვირუსი მისი ახლო კონტაქტებიდან, ჯერჯერობით, არავის დადასტურებია.

ჩინეთში ფრინველის გრიპის სხვადასხვა შტამია გავრცელებული და ზოგიერთი მათგანი ადამიანებს დრო და დრო აინფიცირებს. H7N9 შტამმა 2016-2017 წლებში დაახლოებით 300 ადამიანი იმსხვერპლა.

რაც შეეხება H10N3-ს, ამ შტამით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით მსოფლიოში არსად დაფიქსირებულა.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა