რუსეთი მოსკოვი-მინსკის რეგულარული ავიარეისების რაოდენობას ზრდის

რუსეთი მოსკოვი-მინსკის რეგულარული ავიარეისების რაოდენობას კვირაში 10-მდე ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კრიზისულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასევე განახლდება ყოველდღიური სარკინიგზო მომსახურება პოლოცკიდან და გომელიდან მოსკოვამდე.

”მიღებული იქნა გადაწყვეტილება 10 ივნისიდან ბელარუსთან ფრენების რაოდენობის კვირაში 10-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. 10 ივნისიდან ბელარუსთან ასევე აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა გომელ-მოსკოვისა და პოლოცკი-მოსკოვის მარშუტებზე ყოველდღე და ასევე გაიზრდება ვაგონების რაოდენობა „ლასტოჩკას“ მატარებლებზე, რომლებიც მოსკოვიდან მინსკში მიემგზავრებიან”, - აცხადებენ ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ორი ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროებს „საჰაერო მიმოსვლის ყველა ასპექტის ორგანიზება დაავალეს“.

შეგახსენებთ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დასმაც მინსკში იძულებით განხორციელდა, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-სთვის ევროპის აეროპორტების დაბლოკვისა და ევროკავშირის ქვეყნების თავზე ფრენის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ასევე მოუწოდებს ევროპულ გადამზიდავებს, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. რამდენიმე ქვეყანამ ბელარუსული გადამზიდავისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე უკვე დახურა. მათ შორისაა: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, შვედეთი, ლატვია, უკრაინა, ჩეხეთი, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სლოვაკეთი.

იხილეთ ვიდეო:რუსეთი მოსკოვი-მინსკის რეგულარული ავიარეისების რაოდენობას ზრდის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა