დავით ჭიჭინაძე - კონსოლიდაციაა საჭირო დღეს ოპოზიციაში და ყველას ჩართულობა, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია

კონსოლიდაციაა საჭირო დღეს ოპოზიციაში და ყველას ჩართულობა, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ერთადერთი გამოწვევა „ნაციონალებთან“ ბრძოლა გახდა.

„როგორც ჩანს გეგმა იგივეა - ამათ ისევ წარსულის ხარჯზე უნდათ მომავალში დარჩენა.

გაჭირვებული, გაღარიბებული, გატყავებული ადამიანების უფლებებს დაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა, მშიერი ბავშვები ქეყანაში, მათი უფლებების დაცვა... დღეს აღარავის აინტერესებს, სამაგიეროდ მმართველი „ქართული ოცნების“ და კომპლექსიანი კობახიძის ერთადერთი გამოწვევა „ნაციონალებთან“ ბრძოლა გახდა.

პლუს ახლა დამატებით კიდევ იმას „ვარკვევთ“, გახარია მონური გადაწყვეტილებების შემსრულებებლი იყო, თუ გაბედავს ოდესმე სიმართლის თქმას.

მოკლედ, ასეთი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაშია, 90-იანი წლების მერე არ ყოფილა და მართლა მაინტერესებს, ვინმეს სჯერა, რომ კობახიძე - ღარიბაშვილი დაალაგებს მთელ ამ პრობლემებს?! თუ თურნავა ააწყობს ქვეყნის ეკონომიკას?!

ამიტომ ვამბობ, კონსოლიდაციაა საჭირო დღეს ოპოზიციაში და ყველას ჩართულობა, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია”, - წერს ჭიჭინაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა