არჩილ თალაკვაძე ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს.

„1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. მინდა მივულოცო ყველა ბავშვს და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ოცნებების ასრულება.

ამ დღეს, ასევე, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, - მასწავლებლებს, მედიკოსებს, სოციალურ მუშაკებს, აღმზრდელებს, ფსიქოლოგებს, პოლიციელებს, მაშველებს და სხვა სფეროს პროფესიონალებს, ვისაც პირადი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში, კეთილდღეობასა და მისი უფლებების დაცვაში”, - წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა