რამაზ საყვარელიძე - გახარიას პერსპექტივა ადგილობრივ არჩევნებში საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, სავარაუდოა, რომ მმართველი პარტია ვერ აიღებს 43%-ს და დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ და თავის თანამოაზრეებთან ერთად დაბრუნდა.

მას პირდაპირ ეთერში ჰქონდა შეხვედრა თოქშოუების წამყვანებთან. მიუხედავად იმისა, რომ ექპრემიერმა იცოდა, რომ ამ ეთერში მას მწვავე კითხვებზე მოუწევდა პასუხების გაცემა, იგი ამ ფორმატით მედიასთან შეხვედარს არ მოერიდა, პირიქით, ამ ტიპის შეხვედრა სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ექსპრემიერ გახარიას პირდაპირ ეთერში თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრამ?

- ალბათ, ამ შეხვედრის შეფასება იმის მიხედვით უნდა გაკეთდეს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო, წესით, ჟურნალისტის ინტერვიუ პოლიტიკოსთან და მისი პასუხები.

ნაწილობრივ, ასეთ ეტალონურ ინტერვიუდ შეიძლება ჩაითვალოს, ალბათ თქვენც გახსოვთ, მრავალი ჯილდოს მფლობელი ესტონელი ჟურნალისტის ურმას ოტტის ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან 1990 წელს (ინტერნეტშიც არის ეს ინტერვიუ). ოტტი ინტერვიუს ხელოვნებას სწავლობდა ლარი კინგის და დონაჰიუს ჩანაწერების შტუდირებით.

ალბათ, ამ გამოცდილების შედეგი იყო, რომ ზვიადთან ინტერვიუში ჟურნალისტი მოკლე და სხვადასხვანაირ კითხვას სვამდა - პოლიტიკურს და ცხოვრებისეულს. იგი შეძლებისდაგვარად დიდხანს ალაპარაკებდა რესპოდენტს, რათა იგი მაქსიმალურად გახსნილიყო. თავად ჟურნალისტის პოზიცია საერთოდ არ ჩანდა. იგივე პრინციპები დიდი ხანია მოქმედებს ფსიქოლოგიურ ინტერვიუში, აქედან მეცნო.

სამწუხაროდ, პროფესიული პრინციპი, რომ რესპოდენტი ჟურნალისტმა უნდა გახსნას შეკითხვით, და არა პროკურორის სტილში წარმოებული დაკითხვით და მასთან კამათით, გახარიასთან დიალოგში ჟურნალისტების „ნაცურმა“ ნაწილმა გვერდზე გადადო.

სამწუხაროდ, პროფესიული პრინციპი, რომ რესპოდენტი ჟურნალისტმა უნდა გახსნას შეკითხვით, და არა პროკურორის სტილში წარმოებული დაკითხვით, გახარიასთან დიალოგში ჟურნალისტებისნაცურმანაწილმა გვერდზე გადადო

ხშირი იყო ერთიდაიგივე კითხვის დაჟინებული გამეორება - კონკრეტული გვარების დასახელების მოთხოვნა, გრძელი დეკლარაციული ტექსტი, სადაც კითხვა იკარგებოდა. რესპოდენტის ჟურნალისტური ბულინგი - „თქვენგან ახალი ვერაფერი გავიგე“ ანუ - პასუხები არ გივარგა და ა.შ.

ჟურნალისტური პროფესიის და დამოუკიდებლობის მწვერვალი იყო შემოთავაზებული „ქოცური“ ჟურნალისტიკის მხრიდან - ცარიელი სკამები, ანუ „იმედის“ და „Post TV”-ის ჟურნალისტების მოუსვლელობა. „ჟურნალისტური“ ჟურნალისტებიც იყვნენ შეხვედრაზე, მაგრამ მორიდებულობის გამო მათ ნაკლებად მოახდინეს გავლენა შეხვედრით მიღებულ ზოგად შთაბეჭდილებაზე, თუმცა თავად მათი კითხვები საინტერესო იყო.

თქვენს კითხვაზე პასუხში ჟურნალისტებზე იმიტომ ვაკეთებ ამხელა აქცენტს, რომ მათ უნდა გაეხადათ ეს შეხვედრა საინტერესო მოულოდნელი კითხვებით, სადაც გახარია იძულებული იქნებოდა მოულოდნელი და საინტერესო პასუხები გაეცა.

ჟურნალისტების კითხვებში ახალი არაფერი იყო და, შესაბამისად, არც პასუხებში არ იყო დიდად ახალი არაფერი. სიახლის შეთავაზებას ისევ გახარია ცდილობდა - ღირებულებები და ქვეყნის პერსპექტივა განვიხილოთო. ოღონდ ღირებულებებზე და ქვეყანაზე მსჯელობაში ჟურნალისტები მას არ აჰყვნენ და კვლავ კონკრეტული სახელები მოითხოვეს.

ჟურნალისტების კითხვებში ახალი არაფერი იყო და, შესაბამისად, არც პასუხებში არ იყო დიდად ახალი არაფერი. სიახლის შეთავაზებას ისევ გახარია ცდილობდა - ღირებულებები და ქვეყნის პერსპექტივა განვიხილოთო. ოღონდ ღირებულებებზე და ქვეყანაზე მსჯელობაში ჟურნალისტები მას არ აჰყვნენ და კვლავ კონკრეტული სახელები მოითხოვეს

ისევ ურმას ოტტს დავუბრუნდები. პოლიტიკური კითხვების გვერდით მან გამსახურდას ჰკითხა - თქვენს ძველ მეგობრებთან ახლა მწვადს შეექცევით თუ არაო?... ამ ტიპის კითხვებმა სხვა გამსახურდია დახატა. ანალოგიური, ცხოვრებისეული კითხვები რომ დაესვათ გახარიასთვის, შეიძლება უფრო ინფორმატული დიალოგი გამოსულიყო გახარიას მომავალი ამომრჩევლისთვის.

უკმარობის გამო დადგა, ალბათ, შეხვედრის პარადოქსული შედეგიც - ამ შეხვედრით უკამყოფილო ჟურნალისტებმა შესთავაზეს გახარიას მათ სტუდიებში ხელახალი შეხვედრა.

- პარტიის დაფუძნებისას ექსპრემიერ გახარიას ნათქვამმა რომ იგი ნეპოტიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს, გააჩინა განცდა, რომ მმართველ გუნდში მისი პრემიერობის დროს ნეპოტიზმიც საკმარისზე მეტი იყო და კორუფციაც.

პირდაპირ ეთერში ყოფნისას გახარიას რომელ კითხვაზე პასუხი მოგეწონად ყველაზე მეტად, და რომელ კითხვაზე პასუხმა გაგაკვირვათ, ან დაუკმაყოფილებლობის განცდა დაგიტოვათ?

- ვიმეორებ, იყო „ძველი“ კითხვები და „ძველი“ პასუხები. ეტყობა, ჟურნალისტები ელოდნენ, რომ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ყოფილი პრემიერი დაიწყებდა ხელისუფლების დაუნდობელ კრიტიკას. ამის ბევრი მაგალითი იყო ადრე, მაგრამ გახარიამ ამისგან თავი შორს დაიჭირა.

მომეწონა, რომ გახარიამ არც ოპოზიციაზე არ გადაიტანა აქცენტი სიტუაციის კრიტიკის დროს და არ აჰყვა სახელისუფლო შაბლონს. ეს ყოველივე მომეწონა, რადგან გამოდის, რომ სტერეოტიპული შაბლონების ტიპი არაა გახარია.

მომეწონა, რომ გახარიამ არც ოპოზიციაზე არ გადაიტანა აქცენტი სიტუაციის კრიტიკის დროს და არ აჰყვა სახელისუფლო შაბლონს. ეს ყოველივე მომეწონა, რადგან გამოდის, რომ სტერეოტიპული შაბლონების ტიპი არაა გახარია

გულახდილობის კი რა მოგახსენოთ, არ ვთვლი, რომ ასეთ სტანდარტულ დიალოგებში პოლიტიკოსმა გული უნდა გადაუშალოს ჟურნალისტებს. ბჟეზინსკი პოლიტიკას აიგივებდა ჭადრაკთან. ჭადრაკის ისტორიას არ ახსოვს, რომ მოჭადრაკე გულახდილად ჰყვებოდეს ყველაფერს, რასაც ფიქრობს სათამაშო პარტიაზე.

გახარიამ კარგად აარიდა თავი ზედმეტ გულახდილობას, თუმცა ამას დაბეჯითებით ითხოვდნენ მისგან. რესპოდენტის გულს ფარდა უნდა აჰხადოს თავად ჟურნალისტმა, თუ პროფესიონალიზმი ეყო. ჟურნალისტების სტერეოტიპულობა გახარიამ ადვილად გამოიყენა და დააზუსტა მხოლოდ ის საკითხები, რომელთა დაზუსტება თავად უნდოდა.

- გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივებს ზოგი არც ძალიან ოპტიმისტურად აფასებს, ზოგიც, არც ძალიან პესიმისტურად.

თქვენ როგორ შეაფასებდით ექსპრემიერ გახარიას პარიის შანსებს შემოდგომისთვის დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე?

- გახარიას პარტიას დიდი რესურსი აქვს ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩევლების სახით, ვისაც არც „ნაცები“ მოსწონს და არც „ქოცები“. მათმა ნახევარმაც რომ გახარიას მისცეს ხმა, ეს უკვე, სულ მცირე, 20% არის. ხმების დიდი რაოდენობა მიუვა გახარიას „ოცნებიდან“, ეს ტენდენცია უკვე მკაფიოდ ჩანს „ოცნების“ წევრების გახარიასთან გადასვლაში.

ამგვარი ტალღა უფრო დიდი იქნება ამომრჩევლებში. ამას დაემატება ოპოზიციის და „ოცნების“ ძალისხმევის შედეგად გაჩენილი ბუმერანგი - ოპოზიცია იძახის, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია, „ოცნება“ ვერ მალავს თავის შიშს. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ყველა ქვეყანაში არის ამომრჩევლების ნაწილი, რომელიც სახელისუფლო პარტიას აძლევს ხოლმე ხმას. დღეს კი, ოპოზიციის მხრიდან ივანიშვილის ხსენების და „ოცნების“ პანიკის ფონზე სახელისუფლო პარტიის მოყვარულები დაასკვნიან, რომ მომავალი სახელისუფლო პარტია იქნება „საქართველოსთვის“ და ისინიც გახარიას პარტიას მისცემენ ხმას.

ყველა ამ ხმას თუ შევკრიბავთ, გახარიას პერსპექტივა ადგილობრივ არჩევნებში საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. არის კიდევ მეტ-ნაკლებად შორეული პერსპექტივაც. თუ ნათქვამს დავამატებთ, რომ სცენაზე კიდევ სხვა პარტიებიც შემოვლენ, მაგალითად, ლევან ვასაძე, სავარაუდოა, რომ მმართველი პარტია ვერ აიღებს 43%-ს და დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

დანიშვნის პირველ დღეს ოპოზიცია იზეიმებს გამარჯვებას, მაგრამ მეორე დღეს აღმოაჩენს , მათ სჩვევიათ დაგვიანებული აღმოჩენები, რომ ვადამდელი არჩევნები მათი მარცხია, რადგან ვადამდელი არჩევნების შედეგად გარეთ დარჩება დღეს პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტია „ნაციონალების“ გარდა. გავიხსენოთ სოციოლოგიური გამოკითხვები.

მომავალ პარლამენტში დღევანდელი ოპოზიციის წილი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დღესაა, ხოლო გახარიას პარტიას ექნება უფრო ძლიერი პოზიცია. ასეთად მესახება გახარიას პარტიის პერსპექტივა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე.

მომავალ პარლამენტში დღევანდელი ოპოზიციის წილი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დღესაა, ხოლო გახარიას პარტიას ექნება უფრო ძლიერი პოზიცია. ასეთად მესახება გახარიას პარტიის პერსპექტივა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე

- „ნაცმოძრაობამ“ 7 თვიანი ბოიკოტი დაასრულა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. უკვე ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“ ისე შევა პარლამენტში, რომ ხელს არ მოაწერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას.

ევროპარლამენტარებმა, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებმა სინანული გამოთქვეს იმის, გამო, რომ „ნაცნოძრაობა“ არ შეუერთდა 19 აპრილის შეთანხმებას. მათივი თქმით, მომხდარი „არაკოსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია“.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ 19 აპრილის შეთანხმებაზე არშეერთებით „ნაციონალებს“ დასავლეთის იგნორირება ძვირი დაუჯდებათ. მეტიც, „ნაციონალების“ მიერ 19 აპრილის ხელმოუწერლად შესვლა სხვა არაფერია თუ არა მათი მხრიდან პარლამენტში თავისი დღის წესრიგის შექმნის მცდელობისთვის შესაძლებლობის დატოვება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოუწერლად შესვლა და დასავლეთის იგნორირება „ნაციონალებს“ ძვირი დაუჯდებათ და რამდენად მისცემს მომხდარი „ნაცმოძრაობას“ შესაძლებლობას პარლამენტში ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი?

- „ნაცმოძრაობამ“ ხელმოუწერლობით კვლავ დაამტკიცა, რომ ის კიდევ ერთი არასერიოზული პარტიაა, ოპოზიციონერებმაც ვერ ახსნეს მათი თანამებრძოლების ქცევა.

შესაბამისად, არასერიოზულ პარტიებზე სერიოზულ რეაქციას აღარც ქართველი ამომრჩეველის დიდი ნაწილი არ იძლევა და აღარც დასავლეთი.

ალბათ, „ნაციონალებს“ თავის დღის წესრიგი ექნებათ, მაგრამ, ვვარაუდობ, რომ ეს მხოლოდ მათი დღის წესრიგი იქნება და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

ალბათ, „ნაციონალებსთავის დღის წესრიგი ექნებათ, მაგრამ, ვვარაუდობ, რომ ეს მხოლოდ მათი დღის წესრიგი იქნება და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს

- „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციას მოუწოდა გააერთიანონ ძალისხმევა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად და შემდგომ დემოკრატიული კოალიციური მმართველობის შესაქმნელად.

რამდენად შეძლებს ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გააერთიანოს ძალისხმევა მმართველი გუნდის დასამარცხებლად?

- ოპოზიცია იმდენად შეძლებს წარმატებას მმართველი გუნდის დამარცხებაში, რამდენადაც აქამდე შეძლო - მათ სასარგებლოდ ხომ არაფერი შეცვლილა ბოლო ხანებში.

- რიონის ხეობაში გრძელდება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციები და დაპირისპირება სამართალდამცავებთან, რომლებიც მათ გადაადგილების საშუალებას უზღუდავენ იმის გამო, რომ მათ არ შეძლონ რიონის ხეობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერება.

ახლა როცა ვიცით, რომ რიონის ხეობის დამცველები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ კი არა, ამ საკითხში უფრო რაციონალურ მიდგომებს უჭერენ მხარს და თავისი საარსებო სივრცის დაცვას ცდილობენ, გაუგებარია რატომ ცდილობს ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ძალის ხისტად გამოყენებას.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ რიონის ხეობის დამცველებთან დაკავშირებით ხელისუფლება ცდილობს მათთან ხისტად საუბარსა და ძალის დემონსტრირებას?

- მე არ ვარ ისე ღრმად ჩახედული ამ თემაში, რომ განვსაჯო მხარეები.

ხისტი საუბარი და ძალის დემონსტრირება ხეობის დამცველების მხრიდანაც იყო, ისინი თბილისის ბლოკირებითაც იმუქრებოდნენ.

ორივე მხარე იყენებს იმ ძალას, რაც გააჩნია, და რომელს აქვს ამის მორალური უფლება, დარწმუნებით ვერ მოგახსენებთ.

ორივე მხარე იყენებს იმ ძალას, რაც გააჩნია, და რომელს აქვს ამის მორალური უფლება, დარწმუნებით ვერ მოგახსენებთ

- უკანასკნელ დღეებშინამახვანჰესთანდაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა საჯარო სივრცეში, რომლებზეც პასუხი, ყოველ შემთხვევაში დამაჯერებელი პასუხი, ჯერ არც აქციის მონაწილეებს და არც დანარჩენ საზოგადოებას არ მიუღია.

ასეთ კითხვებს შორისაა თუნდაც ასეთი - თუ ხელისუფლებასნამახვანჰესთანდაკავშირებით მანამდე ჰქონდა რეალური არგუმენტები ჰესის აშენების სასარგებლოდ, მან ხალხთან საგნობრივი დიალოგი უნდა გაემართა?

ან კიდევ - თუ სახელმწიფომნამახვანჰესისასაშენებლად ენ-კა-ზე გასცა უმაღლესი დონის გარანტიები, იმავე გარანტიებით რატომ არ შეიძლებოდა ეს პროექტი რომელიმე ქართულ კომპანიას განხორციელება?

ამ კითხვებზე თქვენი სავარაუდო პასუხი როგორი იქნებოდა?

- დიალოგი რომ ამ დაპირისპირებამდე დიდი ხნით ადრე უნდა გამართულიყო, სადაო არაა. ქართული კომპანიების პოტენციალი საკმარისი იქნებოდა თუ არა ჰესის მშენებლობისთვის, არ ვიცი. ოღონდ, ქართულ კომპანიას რომ იგივე სტრატეგია ჰქონოდა, იქურ მოსახლეობასაც ხომ იგივე პროტესტი ექნებოდა.

ნამახვანჰესთანდაკავშირებულ პროცესებში ჯერ სამართლიანობის ფარგლებია გასარკვევი და შემდეგ მათში არსებული კომპრომისის შესაძლებლობი

ამდენად, ვეჭვობ, რომ კომპანიის „ეროვნება“ დაგვიცავდა საპროტესტო აქციებისგან.

- ახლა როცა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროცესებს არაპროგნოზირებადი სახე აქვს მიღებული, შექმნილ ვითარებაში საუკეთესო და ოპტიმალური გამოსავალი როგორი შეიძლება იყოს?

- კონფლიქტებიდან გამოსვლის რეცეპტი ერთია - კომპრომისი სამართლიანობის ფარგლებში. მეორეს მხრივ, ეს პრობლემა დროზეა მოსაგვარებელი, რადგან რუსეთს კვლავ უნდა დესტაბილიზაცია საქართველოში.

ამბობენ, ამ აქციებსაც რუსეთში მყოფი ქართველი აფინანსებდაო. ამიტომ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ პროცესებში ჯერ სამართლიანობის ფარგლებია გასარკვევი და შემდეგ მათში არსებული კომპრომისის შესაძლებლობები.

ინტრეპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის