კახა კუჭავა სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, სადაც მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და პარლამენტს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

„სებასტიან მოლინეუსთან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკსა და პარლამენტს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ მხრივ არსებობს", - განაცხადა კახა კუჭავამ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვან პროექტები აღინიშნა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მოლინეუსს მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა