კახა კალაძე - ჩვენ გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის

„ჩვენ გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის დაწყებამდე კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან გაიარეს.

„როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა უცხოელ სპეციალისტებთან. პირველი კითხვა, რაც დასვეს, იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ეს რეფორმა განგვეხორციელებინა, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების განაწყენება. მეორე კითხვა იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელების დროს პოლიტიკა არ შემოგვეტანა. როდესაც პოლიტიკა შემოდის ასეთი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ხდება უკან დახევა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გადავდგით ეს ნაბიჯი. გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძე - ჩვენ გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა